"იუვენტუსმა" რონალდოს დუბლით გაიმარჯვა და "ინტერს" 4 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 იანვარს, სერია A-ს მე-20 ტურში, "იუვენტუსმა" სახლში 2:1 დაამარცხა "პარმა".

დუბლი თავდამსხმელმა რონალდომ შეასრულა - ის 2005 წლის შემდეგ "იუვეს" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატის ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა გოლი. ამას გარდა, მას ტოპ-5-ის ლიგაში მიჯრით მე-14 სეზონში გააქვს 15+ გოლი, რაც რეკორდია.

კრიშტიანომ ტოპ 5-ის ლიგაში 432-ე გოლი გაიტანა - მესის ანგარიშზე 433 გოლია.

"იუვენტუსი" 51 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ინტერს" 4 ქულით გაუსწრო და 26 იანვარს სტუმრად "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 37 790 მაყურებელი
იუვენტუსი - პარმა 2:1
გოლები:
1:0 რონალდო (43), 1:1 კორნელიუსი (55), 2:1 რონალდო (58)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩადგა უკვე მგელი ფორმაში
მადრიდისტა
17:03 20-01-2020
1
არ მინდა როდესმე ფეხბურთს თავი დანებონ რონალდომ მესიმ იბრაგიმოვიჩმა:)
გოგა
16:56 20-01-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული