"ტოტენჰემი"-ერიკსენი-"ინტერის" ამბავი დასრულდა, შეთანხმება მიღწეულია

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" "ტოტენჰემ ჰოთსპურს" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის ტრანსფერზე შეუთანხმდა და ფეხბურთელი იტალიურ გრანდში იანვარში გადავა.

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული და იტალიური საიტები ავრცელებენ. წყაროების მიხედვით, "ინტერი" ლონდონურ კლუბს 27 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაუხდის.

დანიელი ფეხბურთელი "ინტერთან" კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. "ნერაძური" ერიკსენის წარდგენას "სან სიროზე" კვირას, 26 იანვარს, "კალიარისთან" გასამართი მატჩის წინ აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვითომ 20 ლიმონზე მეტი არ ღირს ერიქსენი?
sormona
24 იანვარი 2020 14:06
1
ივლისში კონტრაქტი ეწურება და ამ შემთხვევაში 20 იც ბევრია, როცა კონტრაქტის ვადის გასვლამდე 6 თვეც არარაა დარჩენილი
მიხო
24 იანვარი 2020 16:26
0

სიახლეები პოპულარული