"ინტერი" 27 იანვარს კრისტიან ერიკსენის პრეზენტაციას მოაწყობს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

გამოცემის მტკიცებით, "ნერაძური" ერიკსენს 27 იანვარს წარადგენს. ადრე გავრცელდა ინფორმცია, რომ "ინტერი" ტრანსფერში 20 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო თავად ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონს დაუნიშნავს.

ერიკსენი "ტოტენჰემში" 2013 წელს "აიაქსიდან გადავიდა, მილანურ კლუბთან კი კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ამ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე მან 25 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას ქვია კაპიკებში დაითრიესო :)
შეტევა
12:04 27-01-2020
0

სიახლეები პოპულარული