მაურიციო სარი სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" 61 წლის თავკაცმა მაურიციო სარიმ "იუვენტუსთან" ხელშეკრულების დასრულების, ანუ 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის დასრულება არ გამორიცხა.

"ზეწოლა მითია. ეს ჩვენზე ძლიერად არ მოქმედებს. თუ მოტივაცია დაკარგე, სჯობს გაჩერდე. არ ვიცი, ვიქნები ძველი სარი თუ არა, როდესაც "იუვენტუსთან" ჩემი კონტრაქტი დასასრულს მიუახლოვდება. თუ ვიქნები, სამუშაოს გავაგრძელებ, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა", - განუცხადა სარიმ Goal-ს.

შეგახსენებთ, დღეს, 26 იანვარს, "იუვენტუსი" ჩემპიონატის 21-ე ტურში სტუმრად სარის ყოფილ გუნდს, "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

altმაურიციო სარი რონალდოზე: მადლობა დედამისს უნდა გადაუხადოთ, რომ ასეთი

ეგზემპლარი შექმნა!

alt"ჩელსის" ყოფილი მეკარე: სარის სიმართლე პირდაპირ ვუთხარი, ის ხომ ბანკის მმართველი იყო...

altსარიმ ალეგრის ხუმრობით უპასუხა: ტაქტიკა სისულელეა? მთავარია ეს მათ არ გაიგონ...