"ინტერმა" ერიკსენი ლასკალაში წარადგინა

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" ოფიციალურად დაადასტურა დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის ტრანსფერი და მისი ლასკალაში გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა.

მილანელთა ვებგვერდის ცნობით, "ტოტენჰემის" ყოფილმა ნახევარმცველმა "ინტერთან" 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "ნერაძურიში" 2024 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

კრისტიან ერიკსენი ლოდონურ კლუბში 2013 წლიდან გამოდიოდა. "დეზების" მაისურით 305 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა. დანიის ეროვნულ გუნდში კი ნახევარმცველს 91 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 31 გოლი გახლავთ.