ჯენარო გატუზოს გადაყენებას უპირებენ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ნაპოლი" მოულოდნელად 2:3 დამარცხდა "ლეჩესთან" და ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს გადაყენებას აპირებს.

Calciomercato-ს ცნობით, მიუხედავად "ლაციოს" და "იუვენტუსის" დამარცხებისა, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ეჭვი ეპარება, რომ გატუზო გუნდს კრიზისიდან გამოიყვანს.

გამოცემის მტკიცებით, გატუზომ პოსტი შესაძლოა, სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს.

23 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 30 ქულით მე-11 ადგილზეა და 16 თებერვალს ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად "კალიარის" დაუპირისპირდება, იქამდე კი, 12 თებერვალს, თასზე მილანში "ინტერს" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ