"რომა" მხითარიანს არ დაიტოვებს

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც იტალიურმა გუნდმა იჯარის წესით მოიყვანა ლონდონის "არსენალიდან", ისევ უკან დაბრუნდება.

The Sun-ის ცნობით, რომაელების ხელმძღვანელობა არ გადაიხდის 23 მილიონ ევროს მხითარიანის გამოსასყიდად. მიმდინარე სეზონში 31 წლის ნახევარმცველმა "რომას" რიგებში 12 მატჩი გამართა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიიწერა. მისი გუნდი Seria A-ში მე-5 ადგილზე იმყოფება და 23 ტურის შემდეგ 56 ქულას მოუყარა თავი.