"ამ სარის რა ... უნდა?!" - "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი მესის შესახებ გააკეთა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ კომენტარი ლიონელ მესის "იუვეში" სავარაუდო ტრანსფერზე გააკეთა.

"თქვენ მე ლიონელ მესის შესახებ მისვამთ შეკითხვას. მსოფლიო დონის ფეხბურთელის შესახებ, რომელსაც "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი აქვს.

ჩემი ნებისმიერი პასუხი შეუსაბამო იქნება, რადგან მე რომ "ბარსას" დირექტორთა საბჭოს წევრი ვყოფილიყავი, ვიტყოდი: "ამ სარის რა ... უნდა?!" ასე რომ, ჯობია არ გიპასუხოთ", - განაცხადა იტალიელმა.