"იუვენტუსმა" კაცნაკლულ "მილანთან" რონალდოს პენალტით ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის 1:1 დასრულდა.

შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია, 72 738 მაყურებელი დაესწრო, რაც იტალიის თასის ნახევარფინალების რეკორდია.

"მილანის" თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - 9 თებერვალს "ინტერის" კარიც დალაშქრა. მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე უკანასკნელ 6 შეხვედრაში 5 გოლია.

კომპენსირებულ დროში რონალდოს დარტყმული ბურთი საჯარიმოში კალაბრიას ხელზე მოხვდა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და კრიშტიანომ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სისრულეში მოიყვანა. პორტუგალიელმა ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა და წელს მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ისევე, როგორც გაძევებული თეო ერნანდესი, საპასუხო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 4 მარტს ტურინში გაიმართება.

შეგახსენებთ, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ჩატარებულ პირველ მატჩში "ნაპოლიმ" სტუმრად 1:0 სძლია "ინტერს".

მილანი. "სან სირო". 72 738 მაყურებელი
მილანი - იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 რებიჩი (61), 1:1 რონალდო (90+1, პენ)
გაძევება: ერნანდესი (72)
მკითხველის კომენტარები / 12 /
მესისაც გავკარ და კრისტიანოსაც, მარა ამ თამაშის მოგებას მილანი იმსახურებდა 100%-ით.
hhh
14 თებერვალი 2020 15:42
4
ჰეი სულელ ცოტა ერთ ადგილს მოუჭირე.
hhh-ს ზლატანმა გაგკრა შენ!
14 თებერვალი 2020 16:30
4
თქვე საცოდავებო კრიშტიანო აფრინდა მაკრატელა დაარტყა და მილანის მცველს ხელზე მოხვდა.ამ ბრმა სიძულვილით მესის ვერაფერს შემატებთ.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ რონის 35 წლის სხეული 20 წლის ბიჭის იდენტურია.ყველაზე სწრაფი,მოძრავი და დაუღლელი.ეს საოცრებაა.
სასწაულებიც ხდება
14 თებერვალი 2020 12:23
5
პენალტსაც რო გატანა უნდა ხომ დაგიმტკიცათ მესიმ....კოპაზე რო გაეტანა ის პენალტი ეხლა ნაკრებშიც ექნებოდა ტიტულიი....ასე რო თავიი დაანებეთ ქილიკს
qutaiseli
14 თებერვალი 2020 10:38
5
მოიცა ბრატ ქუთაისელო მაინცდამაინც ბარსას და მესის გულშემატკივრებს, რომ მიადგებით როგორ გონიათ სხვა არავინ არის ვისაც როლანდო არ უყვარს?
ცოტა აზრზზე მოდით
14 თებერვალი 2020 12:45
1
ტყუილად კი არ ეძახიან პელეს და მარადონას ფეხბურთის მეფეებს. შეადარე იმათი გატანილი გოლები და ამისი.
!!!!!!!!!
14 თებერვალი 2020 10:23
7
სანამ რამეს დაწერთ და პენალდოზე დაიწყებთ საუბარს მანამდე სჯობდა თამაშისთვის გეყურებინათ და რომ არა მცველის ხელით დაფარება ულამაზესი მაკრატელა გოლი გაეტანა შეიძლებოდა თავად რონალდოს.
giga
14 თებერვალი 2020 10:07
5
პედო ეგ კიკინა დაგეწვას.
ბებო
14 თებერვალი 2020 09:53
7
კიდევ კარგი პენალტები არსებობს ფეხბურთში, თორემ პენალდოს რა ეშველებოდა???????????
მილანი
14 თებერვალი 2020 09:52
10
ამდენი პენალი რა უბედურებაა სულ პენლებს როგორ უნდა ურტყავდეს :D მერე იტყვიან პენალდოს რატო ეძახითო :D დაბერდა და პენალდო გახდა სიბერემ არ იცის ყური მური :D
რომა
14 თებერვალი 2020 07:41
12
პენალდო!!!!
titu
14 თებერვალი 2020 03:46
26
რამ გაგაბოროტა ? :)
las
14 თებერვალი 2020 09:05
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული