ჯენარო გატუზო: მერტენსი - სრულყოფილი ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და გუნდის ფორვარდ დრის მერტენსის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა.

"გოლებთან ერთად, დრინსი ყველაფერს მარტივად აკეთებს. ეს ფენომენალურია. სრულყოფილი ფეხბურთელია. ეს ის მოთამაშეა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა", - ციტირებს გატუზოს Sky Italia-ს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს "ნაპოლი" და "კალიარი" დაუპირისპირდნენ, მერტენსმა გუნდისთვის მნიშვნელოვანი 3 ქულა გამოიმუშავა. დრისისთვის ეს გოლი 120-ე აღმოჩნდა. მას ერთადერთი გოლი აშორებს, რომ გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, მარეკ ჰამშიკს გაუთანაბრდეს.

"ნაპოლი" სერია A-ს ცხრილში მერვე
ადგილს 33 ქულით იკავებს.
ასევე დაგაინტერესებთ