"იუვენტუსი" პოგბაში 60-50 მილიონს და აარონ რემსის ამზადებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას შეძენის ვარიანტებს განიხილავს. იტალიელებმა უკვე დაიწყეს ტრანსფერზე მუშაობა და ისინი "მანჩესტერს" 50-60 მილიონ ევროსა და აარონ რემსის შესთავაზებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელები პოგბას სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ფრანგ ფეხბურთელში არავინ აპირებს ასტრონომიული თანხის გადახდას.

შეგახსენებთ, პოგბას გასული წლის დეკემბრიდან აღარ უთამაშია. მიმდინარე სეზონში მან 7 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი გადაცემა მიიწერა.

ასევე დაგაინტერესებთ