კორონავირუსმა იტალიის სერია A-ს პრობლემები შეუქმნა

AutoSharing Option
იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში ყველანაირი სპორტული ღონისძიების ჩატარება შეაჩერა და მათ შორის სერია A-ს შეხვედრებიც გადაიდო.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ამ რეგიონებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევები გახლდათ. სწორედ ამ მიზეზით არ ჩატარდება სერია A-ს 3 შეხვედრა - "ვერონა" - "კალიარი", "ატალანტა" - "სასუოლო" და "ინტერი" - "სამპდორია". ყველა ეს თამაში დღეს, 23 თებერვალს უნდა გამართულიყო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება აღნიშნული მატჩები. სერია A-ს კი ტურინის "იუვენტუსი" ლიდერობს, რომელსაც 60 ქულა აქვს. მეორე ადგილზე რომის "ლაციო" გახლავთ 56 ქულით.
"ინტერს" კი 54 ქულა აქვს მესამე პოზიციას იკავებს.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

alt"იუვენტუსმა" გაიმარჯვა - რონალდომ სერია A-ში 42-ე გოლი გაიტანა

altკიელინის აგენტი: არ ვფიქრობ, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან პრობლემები შეგვექმნება

ასევე დაგაინტერესებთ