დიეგო მარადონა: მინდა მესი "ნაპოლიში" ვიხილო

AutoSharing Option
ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონას თავისი თანამემამულის, კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის ხილვა იტალიურ "ნაპოლიში" სურს.

"მინდოდა მესის შევხვედროდი, - ციტირებს დიეგოს Football Italia. - მესი "სან-პაულოს" სტადიონზე მაშინ მოვიდა, როცა ის დაცემული იყო.

მას არასდროს უცხოვრია ისე, როგორც მე. ამიტომ შეეძლება ნეაპოლში მშვიდობით ითამაშოს. ვისურვებდი, რომ "ნაპოლის" მესი ჰყავდეს."

გუშინ, 25 თებერვალს, "ნაპოლიმ" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. იტალიელებიდან თავის გამოჩენა - მერტენსმა, ხოლო ესპანელებიდან გრიზმანმა შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ