რონალდო: "იუვენტუსი" - "ინტერი" იგივეა, რაც "ბარსელონა" - "რეალი"

AutoSharing Option
"იუვენტუსის თავდამსხმელმა რონალდომ იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "ინტერთან" მომავალ მატჩზე გააკეთა კომენტარი.

"ეს იგივეა, რაც "ბარსელონა" - "რეალი". ფანტასტიკურ გუნდთან შესანიშნავი თამაში იქნება. ვწუხვართ, რომ სტადიონზე გულშემატკივრები არ იქნებიან. ჩვენი ამოცანა გამარჯვებაა.

მაყურებლების გარეშე ასპარეზობა არასასიამოვნოა, მაგრამ მათი ჯანმრთელობა პრიორიტეტია. გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ".

კორონავირუსის გამო შეხვედრა პირველ მარტს მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაი შენ პატრონს
მილანი
13:09 29-02-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული