კრიშტიანო რონალდო კორონავირუსს მშობლიურ კუნძულზე გაექცა

AutoSharing Option
ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ გუშინ, 11 მარტს ტურინის "იუვენტუსის" ვარჯიში გამოტოვა და იტალიიდან შორს, მშობლიურ მხარეში რჩება.

კრიშტიანო კუნძულ მადეირაზე იმყოფება და კლუბში არსებული არასტანდარტული სიტუაციის გამო ჯერჯერობით უკან დაბრუნებასაც არ აპირებს.

ტურინელთა რიგებში გონსალო იგუაინი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, როდრიგო ბენტანკური კი სავარჯიშო პროცესს ტრავმის გამო ჩამოშორდა.

აღსანიშნავია, რომ ტურინული გრანდის მომავალი ვარჯიში დღეს, 12 მარტს არის დაგეგმილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა.

მომზადებულია juventus.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერც გაამტყუნებს კაცი.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული