ჟურნალისტებს შეეშალათ: დიბალას კორონავირუსი არ აქვს

AutoSharing Option
ვენესუელურმა გამომცემლობა El Nacional-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ პაოლო დიბალას კორონავირუსი აღმოაჩნდა. თუმცა ESPN-ის ჟურნალისტმა ანდრეს აგულიამ ეს ინფორმაცია უარყო.

"რაც შეეხება დიბალას ვითომ კორონავირუსით დაინფიცირებას, ახლახან მქონდა მასთან კონტაქტი და ეს ცრუ ინფორმაციაა. პაოლო მშვენიერ მდგომარეობაშია. ორშაბათს "იუვენტუსის" ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ." - დაწერა აგულიამ თავის "თვითერზე". 

შეგახსენებთ, "იუვენტუსის" 121 თანამშრომელი, მათ შორის ფეხბურთელები და კლუბის პრეზიდენტი, კარანტინში იმყოფება. გუნდის მცველ დანიელ რუგანის კი კორონავირუსი აღმოაჩნდა. 

altტურინის "იუვენტუსის" 121 თანამშრომელი და პრეზიდენტი კარანტინში

გადაიყვანეს