"ლაციოს" პრეზიდენტს უნდა, რომ ფეხბურთელებს ვარჯიში დააძალოს

AutoSharing Option
"ლაციოს" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს, რომელიც ამავე დროს, სერია B-ს "სალერნიტანოს" მფლობელიცაა, სურს, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელებს, კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, ვარჯიში დააძალოს. 

15 მარტს, დილით, "სალერნიტანოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში გამართეს, მიუხედავად იმისა, რომ სერია A და სერია B მინიმუმ 3 აპრილამდე შეჩერებულია. 

იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ ადრე განაცხადა, რომ ორგანიზაცია მიიღებს ზომებს იმ შემთხვევაში, თუ გუნდები ვარჯიშის დაძალებას დაიწყებენ. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს კლუბების ექიმებმაც და პირობის დარღვევის შემთხვევაში გუნდიდან წავლენ. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო ღონისძიებების უმრავლესობა შეჩერებულია. 

altსერია A-ს დასასრულებლად იტალია ევროპირველობის

გადატანას მოითხოვს

altრონალდინიოს კორონავირუსი არ აფრთხობს - ციხეში ჩატარებულ ფეხბურთის ტურნირში გოჭი მოიგო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული