"ინტერმა" "ბარსელონა" უარით გაისტუმრა! გეგმები იშლება

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" კატალონიის "ბარსელონას" წარმომადგენლების ყველანაირი წინადადება ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე დაბლოკა. 

ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს. "ბარსელონას" ლაუტარო მარტინესის ყიდვა ზაფხულში უნდა. "ინტერმა" კატალონიელების წინადადება დაბლოკა. ესპანელები 70 მილიონ ევროს და ნელსონ სემედუსა და არტურო ვიდალს სთავაზობდნენ. "ბარსელონელებს" არგენტინელის სანაცვლოდ 111 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ." - დაწერა სკირამ "თვითერზე". 

მიმდინარე სეზონში 22 წლის არგენტინელს 16 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.