პაოლო მალდინი: მე და ჩემი შვილი ვირუსისგან ერთ კვირაში უნდა განვიკურნოთ

AutoSharing Option
როგორც იცით, "მილანის"ტექნიკურ დირექტორ პაოლო მალდინისა და მის შვილს, დანიელ მალდინის კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ამასთან დაკავშირებით პაოლომ თავის "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა.

"ყველას მოგესალმებით! მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს, ვირუსისგან ერთ კვირაში უნდა განვიკურნოთ. მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, რომელიც არასოდეს არ არის საკმარისი.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს, მედდებს, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, ჟანდარმებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ საგანგებო სიტუაციაში მაქსიმალურ პროფესიონალიზმსა და ნამდვილ სიმამაცეს ავლენენ. თქვენ გვაიძულებთ, ჩვენი იტალიელობით ვიამაყოთ", - თქვა
პაოლო მალდინიმ ვიდეომიმართვაში.