მარიო გიოტცე "მილანში" აპირებს გადასვლას

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მარიო გიოტცე მალე "დორტმუნდს" დატოვებს.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, გიოტცესთან კონტრაქტის გაფორმება "მილანს" უნდა.

გიოტცეს "დორტმუნდთან" ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება, არ გაუგრძელებენ და თავისუფალი აგენტი გახდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ჰერტაა" დაინტერესებული.

ამ სეზონში ბუნდესლიგის 13 მატჩში გიოტცემ 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული