კიელინი ეკონომიკის მაგისტრია - კლუბს ხელფასების შემცირების გეგმა წარუდგინა [PHOTO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" დიდი ხანია ფიქრობს ფეხბურთელების ხელფასების შემცირებაზე. კორონავირუსის პანდემიამ ფინანსურად იტალიელები ძალიან დააზარალა.

გუნდის მცველმა ჯორჯო კიელინიმ, რომელსაც ეკონომიკის მაგისტრის ხარისხის დიპლომი აქვს წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვით, გუნდი შეძლებს ყველაზე ოპტიმალურ გამოსვალის მოძებნას. კიელინიმ გეგმა ჯერ გუნდის ლიდერთან კრიშტიანო რონალდოსთან განიხილა. პორტუგალიელი კმაყოფილი დარჩა იტალიელის გადაწყვეტილებით.

საბოლოოდ კიელინიმ ანდრეა ანიელისთან შეათანხმა მოქმედების გეგმა.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ