დიბალამ რონალდოს აუხსნა, რატომ ვერ იტანენ არგენტინაში

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ თანაგუნდელ რონალდოს განუმარტა, თუ რატომ აქვთ მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება არგენტინაში.

"მე ვუთხარი: "ჩვენ შენ არგენტინაში ცოტა ვერ გიტანთ - აღნაგობის, ხასიათის, მანერების და სიარულის გამო, მაგრამ გამაკვირვე, მე შენში სულ სხვა ადამიანი დავინახე".

მან მიპასუხა: "ვიცი, რომ ასეთი ვარ. მივეჩვიე, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ", - ციტირებს დიბალას "მარკა".

ასევე დაგაინტერესებთ