დელ პიერო: დიბალა გუნდის კაპიტნობისთვის მზად არის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო აფასებს პაოლო დიბალას გუნდის კაპიტნობის შესაძლებლობას.

"ის კაპიტნის სამკლავურს რამდენჯერმე ატარებდა. ეს უბრალოდ არ მომხდარა. ის უკვე მზადაა, "იუვენტუსის" კაპიტანი იყოს. მას პირადად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ზრდასრული გახდა. მისი რეაქცია სხვადასხვა საკითხზე ბევრად ადეკვატური და ლოგიკურია, ეს კი მისი პიროვნების ზრდას ხაზს უსვამს", - ციტირებს დელ პიეროს Sky Sports-ი.

დიბალა "იუვენტუსში" "პალერმოდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2015 წელს გადავიდა. მას შემდეგ არგენტინელმა 216 მატჩში მიიღო მონაწილეობა: 91 გოლი გაიტანა და 36 საგოლე
გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ