პაულო დიბალასა და მის მეგობარ გოგონას ისევ კორონავირუსი აღმოაჩნდათ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალასა და მის მეგობარ გოგონას, ორიანა საბატინის ისევ კორონავირუსი აღმოაჩნდათ, - ამ ინფორმაციას "მუნდო დეპორტივო" ავრცელებს.

მათ ვირუსი პირველად 21 მარტს დაუდასტურდათ, რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადეს, რომ განიკურნენ, ახლა კი ტესტებმა კვლავ დადებითი შედეგები აჩვენა.

"არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება მოხდეს, ჯერ ანალიზის პასუხები უარყოფითი იყო, მერე კი დადებითი", - დაიჩივლა საბატინიმ.

ის თვლის, პაულო თანაგუნდელ დანიელე რუგანისგან დაინფიცირდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რამდენი გონებაჩლუნგი ფანი ყავს მესის.თან კორონავირუსიც რომ არ მოქმედებს მათ ბინძურ აზროვნებას.
მიდი ექიმთან
06 აპრილი 2020 12:26
1
რა დიბალა.გელა ნუგზარაშვილი უფრო კვალიფიციური ფეხბურთელია
ჰაჯი დიუფი
05 აპრილი 2020 10:58
12
დიბალჩიკ შენი წამალი კრისტინაა! მისი ერთი კოცნა და მორჩებიიიიიი!
aba?
05 აპრილი 2020 10:04
3

სიახლეები პოპულარული