"მილანი" ივან რაკიტიჩის შეძენას ვერ შეძლებს

AutoSharing Option
მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო

"ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი "მილანში" არ გადავა. ამის შესახებ ინფორმაცია "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ "ტვიტერზე" გაავრცელა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაკიტიჩის სამსახურით ორივე მილანური კლუბია დაინტერესებული.

"მილანი" "ბარსელონასთან" რაკიტიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებას არ აწარმოებს, რადგან ფეხბურთელი ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს", - წერს სკირა.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ხორვატმა 30 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ბარსას" კი მისი გაყიდვა უნდა.