და რონალდო? "იუვენტუსი" დიბალას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ხელფასს მოუმატებს

AutoSharing Option
Calcio Mercato-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გუნდის თავდამსხმელ პაოლო დიბალასთან აწარმოებს.

იტალიის ჩემპიონი არგენტინელს ხელფასის გაზრდასაც სთავაზობს. ბონუსებთან ერთად, ახალი კონტრაქტის მიხედვით, 26 წლის არგენტინელი წელიწადში დაახლოებით 12 მილიონი ევროს გამომუშავებას შეძლებს.

მიმდინარე ხელშეკრულება ფეხბურთელსა და გუნდს 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ, ახალი კი მოქმედი იქნება 2024 ან 2025 წლის ივნისამდე.

შეგახსენებთ, მარტში დიბალამ და მისმა მეგობარმა გოგონამ, ორიანამ კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ვინმემ იცით ამიხსენით, დიბალას ეს ჟესტი რას ნიშნავს? მე პირადად არ მომწონს.
გია
12:48 09-04-2020
1

სიახლეები პოპულარული