"სამპდორიას" ყველა დაინფიცირებული ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა

AutoSharing Option
"სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი აცხადებს, რომ მისი გუნდის კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა.

"ჩვენი ყველა ფეხბურთელი უკვე გამოჯანმრთელდა. საწყენი იყო, რომ მაინც დაინფიცირდნენ, მაგრამ ახლა, ღმერთს მადლობა, თითოეული მათგანი ჯანმრთელადაა. მე დროდადრო ვესაუბრებოდი ამ ფეხბურთელებს და ისინი მებრძოლ სულს მუდმივად ინარჩუნებდნენ", - საუბრობს რანიერი Football Italia-სთან.

"სამპდორიას" პირველი დაინფიცირებული ფეხბურთელი ფორვარდი მანოლო გაბიადინი გახდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გუნდის 6 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

იტალიაში 159 516 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 20 465 ადამიანი გარდაიცვალა.