ვიერი: ყოველ ღამე დროს ვატარებდი და ლა ლიგას ბომბარდირი გავხდი

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ "ატლეტიკოში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"იუვენტუსში"პროფესიონალი ვიყავი, მადრიდში კი ყოველ ღამე დროს ვატარებდი.

ყველა გასართობად მიდიოდა და მე ხომ არ დავრჩებოდი სახლში მარტო. თუმცა, ყოველთვის პროფესიონალი ვიყავი, უკან სხვებზე ცოტა ადრე ვბრუნდებოდი.

1997/1998 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. მაშინ ალკოჰოლურ სასმელებსა და გართობას არ ვიკლებდით", - ციტირებს ვიერის TyC Sports-ი.

ასევე დაგაინტერესებთ