"რომა" ფინანსური კატასტროფის წინაშეა, ხარჯებს ამცირებენ, ზარალი იზრდება

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, "რომას" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.

წყაროზე დაყრდნობით, რომის გუნდი 110 მილიონი ევროთი იზარალებს. კრიზისი კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული. "რომამ" ზარალის შემცირება ხელფასების კლებითა და პერსონალის გათავისუფლების მიუხედავადაც ვერ მოახერხა.

ამჟამად იტალიაში კორონავირუსით 203 591 ადამიანია დაინფიცირებული, 27 682 გარდაიცვალა, 70 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.