პაულო დიბალა კორონავირუსისგან განიკურნა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" არგენტინელი თავდამსხმელი პაულო დიბალა კორონავირუსისგან განიკურნა, - ამის შესახებ მან "ინსტაგრამით" გაავრცელა ინფორმაცია.

"ჩემი სახე თავად გეუბნებათ ყველაფერს - COVID-19-სგან საბოლოოდ განვიკურნე", - წერს დიბალა.

მარტში დიბალა და მისი მეგობარი გოგონა ორიანა საბატინი ეპიდემიით დაინფიცირდნენ და მას შემდეგ მკურნალობდნენ.

კორონავირუსისგან აგრეთვე განიკურნენ "იუვეს" მცველი დანიელე რუგანი და ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი.