ადრიენ რაბიოს დედა "იუვენტუსში" დაბრუნებას უშლის

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს დედა შეთავსებით მისი აგენტი და საქმეთა მმართველია. ჯერ ყველაფერი იღონა, სანამ პსჟ-დან "იუვენტუსში" არ გადაიყვანა, ახლა კი ტურინში დაბრუნებას უკრძალავს.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "იუვემ" კორონავირუსის გამო უცხოეთში გამგზავრებულ ყველა ფეხბურთელს უკან დაბრუნება უბრძანა, რაბიო კვლავაც საფრანგეთშია.

ვერონიკა თვლის, რომ მათი ფინანსური მოთხოვნები მხოლოდ პრემიერლიგის კლუბებს შეუძლიათ დააკმაყოფილონ და შეიძლება "ევერტონში" გადაიყვანოს. ლივერპულური კლუბი ადრიენს ჯერ კიდევ იანვარში ეპატიჟებოდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაბიოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს "მანჩესტერის" წ
არმომადგენლები აკვირდებოდნენ.

alt"იუვენტუსი" რაბიოს იანვარში არ გაუშვებს

altჭირვეული რაბიოები - დედა შვილისთვის ისევ ახალ გუნდს ეძებს

altადრიენ რაბიო "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა

altადრიენ რაბიოს დედა: ჩემი შვილი პატიმარია, პსჟ-მძევალია

altდედა-აგენტი ასეთი უნდა - რაბიოს მშობელი შვილისთვის "ბარსელონასთან" მაქსიმალურად მომგებიანი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რაბიო, სუფთა დედიკოს მორჩილი ბიჭია.
vaska
20:15 10-05-2020
0

სიახლეები პოპულარული