La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ფრანგ ნახევარმცველ ანდრიენ რაბიოს კლუბთან უთანხმოება შეექმნა.
როცა კლუბის ყველა ფეხბურთელმა დაიწყო ტურინში ჩასვლა და საკუთარი ქვეყნების დატოვება, რაბიომ საფრანგეთიდან იტალიაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
ფეხბურთელის თქმით, ის მაქსიმალურად დიდხანს აპირებს სამშობლოში დარჩენას და ამ გადაწყებტილებამ კი კლუბის უკმაყოფილება გამოიწვია.
ყვითელი პრესის წარმომადგენელი რამდენიმე გამოცემა კი წერს, რომ რაბიოს იტალიაში დედა არ უშვებს.
ფრანგმა ნახევარმცველმა, რომელიც ტურინულ გრანდს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა, სერია А-ში 17 მატჩი ჩაატარა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე
გადაცემა გაუკეთებია.