"იუვეს" ფეხბურთელს იტალიაში დედა არ უშვებს?!

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ფრანგ ნახევარმცველ ანდრიენ რაბიოს კლუბთან უთანხმოება შეექმნა.

როცა კლუბის ყველა ფეხბურთელმა დაიწყო ტურინში ჩასვლა და საკუთარი ქვეყნების დატოვება, რაბიომ საფრანგეთიდან იტალიაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

ფეხბურთელის თქმით, ის მაქსიმალურად დიდხანს აპირებს სამშობლოში დარჩენას და ამ გადაწყებტილებამ კი კლუბის უკმაყოფილება გამოიწვია.

ყვითელი პრესის წარმომადგენელი რამდენიმე გამოცემა კი წერს, რომ რაბიოს იტალიაში დედა არ უშვებს.

ფრანგმა ნახევარმცველმა, რომელიც ტურინულ გრანდს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა, სერია А-ში 17 მატჩი ჩაატარა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე
გადაცემა გაუკეთებია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხელფასს ხო კარგად იღებს დდ
koachich
12 მაისი 2020 21:15
0
ის შემთხვევაა როცა დედა ძალით(ფულის გულისთვის)შვილს მომავალს უნგრევს,ჯერ პარიზში დაიწყო ეხლა ტურინი გაგრძელება შემდეგ სერიაში :))
L.J.
12 მაისი 2020 15:56
0

სიახლეები პოპულარული