"იუვენტუსის" ექსმეკარე: კორონავირუსი მხოლოდ გრიპია - ფეხბურთი უნდა დაბრუნდეს

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, სტეფანო ტაკონიმ კორონავირუსზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"ჩემთვის კორონავირუსი მხოლოდ გრიპია. ისინი ათასობით ადამიანის გარდაცვალებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მითხარით, რომელი მათგანი გარდაიცვალა კორონავირუსით?

ასე არ შეიძლება. მე მინდა, რომ ფეხბურთი დაბრუნდეს, თვით მაყურებლებთან ერთად", - განაცხადა 63 წლის ტაკონიმ Radio Sportiva-ს ეთერში.

ტაკონი "იუვეში" 1983-92, ხოლო "სკუადრა აძურაში" 1987-91 წლებში თამაშობდა.

იტალია COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობით (221 ათასი) მსოფლიოში მეხუთე ქვეყანაა, მესამე კი - გარდაცვლილთა (30 ათასი) რაოდენობით.

სერია A-მ ერთ-ერთმა პირველმა შეაჩერა 2019/20 წლების სეზონი. ჩემპიონატის
განახლება ივნისის შუა რიცხვებისთვისაა მოსალოდნელი.