"ინტერი" ედინსონ კავანისთან აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ 33 წლის კავანისთან "ინტერი" აწარმოებს მოლაპარაკებას.

არაა გამორიცხული, "ნერაძურიმ" კავანის ტრანსფერი განახორციელოს, რადგან "ნაპოლის" ფორვარდის, დრის მერტენსის გადაბირებას ვერ ახერხებს - მან ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა.

კავანიმ ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული