"იუვენტუსმა" პოგბას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" კორონავირუსის პანდემიის ფონზე მაინც აპირებს ხმამაღალი ტრანსფერის გაჩარხვას.

le10sport-ის მიხედვით, იტალიის ჩემპიონები პოგბას აგენტს, მინო რაიოლას დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებები დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ კლუბი მირალემ პიანიჩისა და ადრიან რაბიოს წასვლისთვის ემზადება. მათგან რეალიზებული თანხების დახმარებით, "იუვენტუსი" პოგბას შეძენას აპირებს.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პოგბა 105 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა 8 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.