"ინტერმა" კავანის სამსეზონიანი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ედინსონ კავანი შეიძლება "ინტერში" გადავიდეს.

"ეკიპის" ცნობით, მილანურმა კლუბმა 33 წლის ურუგვაელს სამსეზონიანი კონტრაქტი შესთავაზა.

თავის გუნდში კავანის გადაყვანით პირადადაა დაინტერესებული "ინტერის" მწვრთნელი ანტონიო კონტე. თავად ფეხბურთელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნერიაძური" მზადაა კავანის წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონი ევრო დაუნიშნოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ გარეკეს. 5 მილიონი ვიღაც ფეხბურთელს. თუნდაც მაგარს. მარაზმია ფეხბურთში ხელფასების საკითხი.
რა იყო კიბოს წამალი გამოიგონა?
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული