ბარეზი: ვინ იყო ჩემი საუკეთესო მოწინააღმდეგე? პასუხი მარტივია...

AutoSharing Option
ესპანურმა MARCA-მ ინტერვიუ ჩაწერა ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელ ფრანკო ბარეზისთან, რომელმაც თავისი საუკეთესო მოწინააღმდეგე დაასახელა.

"ყოველთვის ვიცოდი, რომ ნიჭიერი ვიყავი, თუმცა, ამასთანავე, გააზრებული მქონდა, თუ საუკეთესოობა მინდოდა, დაუღალავად, ძალიან ბევრი უნდა მეშრომა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ მიდგომამ გამხადა ის, ვინც ვარ.

ძალიან ბევრი საოცარი თანაგუნდელი მყავდა და მათგან ამორჩევა ნამდვილად არ შემიძლია. თუმცა საუკეთესო ოპონენტზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს - ეს, რა თქმა უნდა, დიეგო მარადონა იყო", - განაცხადა ბარეზიმ.

ფრანკო ბარეზი 20 დღის წინ 60 წლის გახდა. მან 1977-97 წლებში
მთელი საფეხბურთო კარიერა "მილანში" გაატარა, კლუბის მაისურით 713 მატჩი გამართა და 33 გოლი გაიტანა. 6-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ - ჩემპიონთა ლიგა, 1982 წელს მსოფლიო თასი აღმართა. ძალიან ბევრი ექსპერტის, გულშემატკივრისა და ფეხბურთელის აზრით, ბარეზი ყველა დროის საუკეთესო მცველი იყო.