გასპერინი ფეხბურთში 5 შეცვლაზე: კალათბურთს დაემსგავსება, ეს სანახაობას ავნებს

AutoSharing Option
"ატალანტას" მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ კორონავირუსის გამო შეჩერებული სეზონის განახლებზე ისაუბრა.

"ბიჭები დამშეულნი არიან, თამაში უნდათ. ტექნიკის მალე აღდგენას ახერხებენ. ფეხბურთი ველოსიპედის ტარებასავითაა, არ უნდა გადაეჩვიო. სიხარულით ვვარჯიშობთ და თუნდაც ხვალ შეგვიძლია ვითამაშოთ.

სეზონის განახლება გვინდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ არ გვაწყობდა, რადგან ჩემპიონატის დასრულების შემთხვევაში, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდებოდით.

უმაყურებლო ფეხბურთი არ მომწონს, მაგრამ ეს მატჩების ჩატარების ერთადერთი საშუალებაა.

5 ცვლილება ცუდი იდეაა, ფეხბურთს არსს უკარგავს. ფეხბურთი კალათბურთს დაემსგავსება და სანახაობას ავნებს. რომელმა გენიოსმა დაასკვნა, რომ
ეს ტრავმების ალბათობას შეამცირებს", - განუცხადა გასპერინიმ "გაძეტა დელო სპორტს".