სერია A-მ შეიძლება ფორმატი უცნაურად შეიცვალოს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატი მომავალი სეზონიდან შეიძლება ახალი ფორმატით ჩატარდეს, - იტყობინება "რეპუბლიკა".

თუ სერია A-ს ახალი სეზონი 12 სექტემბრამდე არ დაიწყო, არაა გამორიცხული, გუნდების ორ ზონად დაყოფის ვარიანტი განიხილონ. ამ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გათამაშების დასასრულს პლეი-ოფები გაიმართება.

კორონავირუსის გამო იტალიაში მარტში შეჩერებული ჩემპიონატი 20 ივნისს უნდა განახლდეს.

26 ტურის შემდეგ ლიდერი "იუვენტუსი" მეორეადგილოსან "ლაციოს" 1 ქულით უსწრებს.

ტეგები: