რონალდო ვარჯიშზე 4 საათით ადრე მივიდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ვარჯიშებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

ის დღეს კლუბის ბაზაზე ინდივიდუალურად სავარჯიშოდ 12:52 საათზე მივიდა. ცნობისათვის, გუნდის ვარჯიში 17:00 საათზე დაიწყო.

ტესტებმა დაადასტურა, რომ კრიშტიანო იმაზე უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ჩემპიონატის შეჩერებამდე იყო.

"ტუტოსპორტის" ცნობით, "იუვეს" თითქმის ყველა ფეხბურთელი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, თვით ისინიც, რომლებიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ - მაგალითად, ფორვარდი გონსალო იგუაინი.