"ინტერი" 17 წლის ფეხბურთელს ნახევარმილიონიან ხელფასს სთავაზობს - ის უარზეა

AutoSharing Option
"ინტერი" 17 წლის თავდამსხმელ სებასტიანო ესპოზიტოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობს, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

"ნერაძურის" უნდა, ესპოზიტოს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუგრძელოს და სეზონურ გასამრჯელოდ 500 ათას ევროს სთავაზობს, თუმცა სებასტიანოს ანაზღაურება ეცოტავა და 1 მილიონი მოითხოვა.

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ ადრე განაცხადა, რომ ესპოზიტოს განათხოვრების ვარიანტს განიხილავენ.

ამ სეზონში მან სერია A-ს 5 მატჩში 1 გოლი პენალტით გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული