ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, პირველად კარიერაში, ზედიზედ 2 ფინალი წააგო.
გუშინ, 17 ივნისს, იტალიის თასის ფინალში "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" პენალტების სერიაში სძლია და თასსაც დაეუფლა. შეხვედრა რომის სტადიონ "ოლიმპიკოზე" ჩატარდა.
გუნდებისთვის ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ გოლი გაეტანათ, თუმცა პენალტების სერიაში ფორტუნა "ნაპოლისკენ" იყო, რომლის ფეხბურთელებმაც 4 თერთმეტმეტრიანი გაიტანეს, ტურინელებმა კი - 2.
ქვეყნის სუპერთასის ფინალში "იუვენტუსმა" "ლაციოსთან" 3-1 წააგო.
შეგახსენებთ, კრიშტიანო იტალიაში 2018 წელს მადრიდის "რეალიდან" 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავი
და. მისი კონტრაქტი 2022 წლამდეა მოქმედი.