სასჯელი მკრეხელობისთვის - "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული არიან

AutoSharing Option
სერია A-ს დისციპლინარულმა კომიტეტმა მკრეხელობის გამო დისკვალიფიკაცია მისცა "ფიორენტინას" ფეხბურთელ მარტინ კასარესსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს ჯუზეპე იაკინის.

ინციდენტი "ბრეშიასთან" მატჩის დროს მოხდა, რომელიც 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ იაკინიმ და კასარესმა ვერ მოთოკეს ემოციები და მორწმუნეების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები იხმარეს.

მკრეხელობა იტალიურ ფეხბურთში მკაცრად აკრძალულია, ხოლო ამ წესის დამრღვევი, შესაბამისად, ისჯება.

27 ტურის შემდეგ "ფიორენტინა" 31 ქულით მე-13 ადგილზეა, "ბრეშია" კი 17 ქულით - ბოლოზე.

ასევე დაგაინტერესებთ