გასპერინი: მეგონა, "ნაპოლი" ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურში, "ნაპოლისთან" მატჩის წინ "ატალანტას" მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ მეტოქე შეაქო.

"3 მოგების შემდეგ, რა თქმა უნდა, კარგი განწყობა გვაქვს, მაგრამ ყოველ ჯერზე გადატვირთვა უნდა მოვახდინოთ და ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ.

"ნაპოლი" შესანიშნავი გუნდია და მისი ჩავარდნა ცოტა უცნაური იყო. სეზონის დასაწყისში მეგონა, რომ ჩემპიონობისთვის "ლაციოსთან" და "ინტერთან" იბრძოლებდა. გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, რომლებიც დაძლიეს.

მალინოვსკი ვერ დაგვეხმარება, პალომინოს პრობლემა აქვს, დანარჩენები სათამაშოდ მზად არიან", - განუცხადა გასპერინიმ ბერგამოული კლუბის საიტს.

"ატალანტასა" და "ნაპოლის" შეხვედრა დღეს, 2 ივლისს, თბილისის
დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული