"რომას" თავდამსხმელი ედინ ჯეკო სეზონის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.
La Gazzetta delo Sport-ის ცნობით, 34 წლის ბოსნიელის სამსახურით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. მაურიციო სარი მასში გუნდის ერთ-ერთ მთავარ თავდამსხმელს ხედავს, თანაც "იუვენტუსის" ფორვარდი გონსალო იგუანი გუნდიდან წასვლასთან ახლოსაა. აღსანიშნავია, რომ ჯეკოზე პრეტენზია კიდევ 2 კლუბს აქვს.
მიმდინარე სეზონში ედინმა 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.