ედინ ჯეკოს "იუვენტუსში" ვიხილავთ?

AutoSharing Option
"რომას" თავდამსხმელი ედინ ჯეკო სეზონის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.

La Gazzetta delo Sport-ის ცნობით, 34 წლის ბოსნიელის სამსახურით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. მაურიციო სარი მასში გუნდის ერთ-ერთ მთავარ თავდამსხმელს ხედავს, თანაც "იუვენტუსის" ფორვარდი გონსალო იგუანი გუნდიდან წასვლასთან ახლოსაა. აღსანიშნავია, რომ ჯეკოზე პრეტენზია კიდევ 2 კლუბს აქვს.

მიმდინარე სეზონში ედინმა 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
34 წლისაა და იქ ძირითადში არავინ ათამაბს ამიტო შანსი არაა ამ ტრანსფერის მითუმეტეს რომას კაპიტანია
ტოტტი
13:14 04-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული