"ლაციომ" "მილანთან" წააგო და "იუვენტუსი" თითქმის ჩემპიონია

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში "მილანმა" სტუმრად მოულოდნელად 3:0 დაამარცხა "ლაციო".

"იუვენტუსი" ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე "ლაციოს" 7 ქულით გაექცა და ამ უპირატესობის ხელიდან გამშვები არ ჩანს.

რომაული გუნდი მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ინტერს" 4 ქულით უსწრებს და 7 ივლისს გასვლაზე "ლეჩეს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება "როსონერის", 46 ქულით მეექვსე ადგილზეა და 7 ივლისს "იუვეს" უმასპინძლებს.

"მილანის" 26 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა ჩემპიონატის უკანასკნელ 11 მატჩში 9 გოლი გაიტანა - იქამდე 7 შეხვედრაში მოედანი უგოლოდ დატოვა.

ლაციო - მილანი 0:3
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (23), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (34, პენ), 0:3 რებიჩი (59)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაინდამაინც კორონა უნდა მოვლენოდა დედამიწას მილანს, რომ გამოეღვიძა?DDD ბოლოს როდის მოიგე ზედიზედ სამჟერ აღარც კი მახსოვს.
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული