იბრაჰიმოვიჩი: ვინ არის რანგნიკი? - გალიანი ჩემი სახლიდან არ მიდიოდა

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის მომავალ მწვრთნელ რალფ რანგნიკზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ "როსონერის" ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ "მონცაში" მიიწვია, რომლის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია.

"ვინ არის რანგნიკი? არც კი ვიცი, ვინ არის.

გალიანიმ დამირეკა და მითხრა: "შენ თქვი, რომ ეს შენი "მილანი" არ არის. შენი ძველი "მილანი" მილანიდან 11 კილომეტრშია.

მე ის მომწონს, მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს სპორტული დირექტორი. როდესაც პირველად "მილანში" მიმიპატიჟა, შვედეთში სახლში მეწვია და მითხრა, თუ არ დამთანხმდები, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო.

ჩემმა მეუღლემ გაკვირვებულმა
განმიცხადა, წაჰყევი, თორემ მართლა აქ დარჩებო.

როდესაც ტრანსფერის განხორციელება გსურს, კი არ უნდა ილაპარაკო, არამედ იმოქმედო", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს "გაძეტა დელო სპორტი".

ასევე დაგაინტერესებთ