"იუვენტუსი" "ატალანტასთან" მარცხისგან რონალდომ 2 პენალტით იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში "იუვენტუსისა" და "ატალანტას" მატჩი 2:2 დასრულდა.

ერთობ სიმპათიურმა ბერგამოულმა გუნდმა ამ დაპირისპირებამდე ზედიზედ 12 გამარჯვება მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა და კონკურენტების უხეირო ასპარეზობის გათვალისწიებით, არაა გამორიცხული, ვერცხლის მედლებსაც დაეუფლოს.

პირველ ტაიმში სტუმრები საპატამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ დიბალას ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე დე რონს მოხვდა და რონალდომ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა უკრაინელმა მალინოვსკიმ ბურთზე პირველივე შეხებით გაიტანა და გასპერინის გუნდი კვლავ წინ გაიჭრა. "ბებერ ქალბატონს" მშველელად ისევ თერთმეტმეტრიანი მოევლინა - საჯარიმოდან გამავალი
ბურთი შემთხვევით ხელზე მურიელს მოხვდა და კრიშტიანომ თავის გუნდს ქულა მოუპოვა - ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მის მიერ გატანილი მე-11 პენალტია.

"იუვენტუსი" 76 ქულით ლიდერია, 68 ქულით მეორე ადგილზე "ლაციოა", მას კი 1 ქულით "ატალანტა" ჩამორჩება.

იუვენტუსი - ატალანტა 2:2
გოლები: 0:1 საპატა (16), 1:1 რონალდო (55, პენ), 1:2 მალონოვსკი (80), 2:2 რონალდო (90, პენ)

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა გუნდი დააყენა ატალანტან, შეხედეთ… ძალიან მეცოდება, ორი უიღბლო პენალტით რომ დაკარგავ ასეთ სამ ქულას.
Lasha
13:38 12-07-2020
0
მილანს რომ პენალტი აჩუქეს იუვესთან აბა ის იყო თუ იყო.საერთოდ ხელს არც შეხებია.ეტყობა დაბადების დღე მიულოცეს.
ვა რა დონეა
12:28 12-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული